წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდის kiddo-market.ge-ის სარგებლობის წესებს და პირობებს. აღნიშნული ვებგვერდი ეკუთვნის და ამ ვებგვერდით ოპერირებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქიდს ფლეის“-ი (საიდენტიფიკაციო N 405576194), რომლის იურიდიული მისამართი: პაატა დათუაშვილის ქ.N3, თბილისი, საქართველო.
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] ან მოგვწეროთ ფოსტის მეშვეობით ზემოთ აღნიშნულ რეგისტრირებულ (იურიდიულ) მისამართზე.
წინამდებარე სამართლებრივი პირობები წარმოადგენს იურიდიულად მავალდებულებელ დოკუმენტს თქვენსა და შპს „ქიდს ფლეის“-ს შორის რათა თქვენ გქონდეთ საიტზე წვდომა და შესაბამისი მომსახურების მიღების უფლება. სერვისებზე წვდომით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ყველა ამ პირობას. თუ კი თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, მაშინ თქვენ გეკრძალებათ აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობა და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
წინამდებარე საიტის გამოყენებისას, თქვენ აცხადებთ, რომ ხართ 18 წლის ან ზემოთ, სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი.
წინამდებარე წესები და პირობები შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს შპს ქიდს ფლეისის მიერ და მასში შეტანილ იქნას გარკვეული ცვლილებები ან/და დამატებები. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება მიიჩნევა მომხმარებლის თანხმობად.
წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ წესებთან მიმართებაში, განხილულ უნდა იქნას თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წინამდებარე წესები და პირობები, ამ ვებგვერდის დამატებით პირობებთან ერთად, რომელსაც თქვენ ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების დროს, წარმოადგენს მთლიან შეთანხმებას თქვენსა და შპს ქიდს ფლეისს შორის.
Kiddo-market.ge წარმოადგენს ელ-კომერციის ვებგვერდს, სადაც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ და გაყიდონ საქონელი. გამყიდველები პასუხისმგებელნი არიან გამოაქვეყნონ ზუსტი და სრული ინფორმაცია საქონლის შესახებ, რომლის გაყიდვაც სურთ, აღწერილობების, ფოტოების და ფასების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. ისინი ასევე პასუხისმგებელნი არიან ზუსტად წარმოაჩინონ მათ მიერ გაყიდული საქონლის მდგომარეობა. მყიდველები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი შეკვეთების შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდებაზე, მათ შორის შეძენილი პროდუქტის მიწოდების მისამართის და გადახდის დეტალების შესახებ.
ვებგვერდზე kiddo-market.ge პროდუქციის გასაყიდად გამყიდველი უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და დაეთანხმოს მომსახურების პირობებს. რეგისტრაციისთვის გამყიდველმა უნდა შეავსოს ფორმა, რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ელ-ფოსტის მისამართი;
- სისტემაში შესასვლელი პაროლი;
გამყიდველს შეუძლია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე, როგორც გამყიდველი და მიჰყვეს ინსტრუქციას. რეგისტრაციით გამყიდველი თანახმაა მიაწოდოს ზუსტი და სრული ინფორმაცია საკუთარი თავისა და მისი პროდუქტის/პროდუქტების შესახებ. გამყიდველი პასუხისმგებელია მათი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის შენარჩუნებაზე და საჭიროების შემთხვევაში მის განახლებაზე. შპს ქიდს ფლეისი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეწყვიტოს გამყიდველის ანგარიში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არაზუსტი ან/და არასრულია.
kiddo-market.ge-ზე პროდუქტის გასაყიდად, გასაყიდ შეთავაზებაში უნდა მიუთითოთ სასურველი თანხა, რომლის მიღებაც გსურთ ნივთზე. კომპანიის საკომისიო, რომელიც ამჟამად დადგენილია 15%-ის ოდენობით, ავტომატურად გამოიმუშავებს აპლიკაცია და დაემატება გაყიდვის შეთავაზებას. აპლიკაციით გამომუშავებულ თანხასა და გამყიდველის მიერ მოთხოვნილ თანხას შორის განსხვავება არის კომპანიის საკომისიო, რომელსაც კომპანია იტოვებს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი პასუხისმგებელია გაყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოქმედ გადასახადებზე და გადაზიდვის საფასურზე. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნათ გაყიდვასთან დაკავშირებით ან გჭირდებათ დახმარება, მიმართეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს.
მყიდველს შეუძლია დაათვალიეროს და შეიძინოს პროდუქტები ვებგვერდზე kiddo-market.ge-ზე ანგარიშის დარეგისტრირებით. რეგისტრაციისთვის მყიდველმა უნდა მიუთითოს თავისი სახელი გვარი ? , მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და შესვლის პაროლი. მყიდველს შეუძლია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე შეძენის პროცესის დაწყებამდე ან მის დროს და შეუძლია მიიღოს წვდომა სისტემაში სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის Facebook-ით, Google-ით ან ელექტრონული ფოსტით. ვებგვერდზე შეკვეთის განთავსებით მყიდველი თანახმაა დროულად გადაიხადოს შეძენილი პროდუქტის ღირებულება და მიაწოდოს ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია სათანადო მიწოდების უზრუნველსაყოფად. შეკვეთასთან დაკავშირებით რაიმე ხარვეზის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია დაუკავშირდეს ვებგვერდის მომხმარებელთა მომსახურების ჯგუფს დახმარებისთვის.
kiddo-market.ge-ზე პროდუქტის შეძენისას, თანახმა ხართ გადაიხადოთ გაყიდვის შეთავაზებაში მითითებული თანხა. გადახდა განხორციელდება ვებგვერდზე არსებული გადახდის მეთოდებით. ვებგვერდზე ჩამოთვლილ ფასებში არ შედის რაიმე მოქმედი გადასახადები ან გადაზიდვის საფასური, რომლებიც დაემატება მთლიან ფასს გადახდისას. თუ თქვენს შეძენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს დახმარებისთვის.
გადახდის ავტორიზაციისა და დამუშავების შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს შესყიდვის დადასტურებას ელექტრონული ფოსტით, რომელიც შეიცავს შეძენილი პროდუქტისა და გადახდის დეტალებს.
ანგარიშის გამოყენების შეზღუდვა და დეაქტივაცია
თუ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები დაირღვა გამყიდველის მიერ ან რეგისტრაცია განახორციელა მცდარი ინფორმაციის გამოყენებით, შპს ქიდს ფლეისი იტოვებს უფლებას შეუზღუდოს გამყიდველის მის ანგარიშზე წვდომა და მისი გამოყენება გამყიდველის ელ. ფოსტაზე გაგზავნილი ცალმხრივი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, გამყიდველი უფლება აქვს დაუკავშირდეს kiddo-market.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას.
ანალოგიურად, თუ პირობები დაირღვა მყიდველის მიერ, შპს ქიდს ფლეისი იტოვებს უფლებას შეუზღუდოს მყიდველს მის ანგარიშზე წვდომა და ანგარიშის გამოყენება, მყიდველის ელ-ფოსტაზე გაგზავნილი ცალმხრივი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი შეტყობინების მიღების შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს დაუკავშირდეს ვებგვერდზე მითითებულ kiddo-market.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შპს ქიდს ფლეისი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ვებგვერდის სისტემის დაცვის მექანიზმების შემუშავებას, თუმცა, ის არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცულ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არაავტორიზებული წვდომის შემთხვევაში. შპს ქიდს ფლეისი გამორიცხავს როგორც მის, ასევე ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობას გამყიდველის ან მყიდველის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების და ასევე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.
შპს ქიდს ფლეისის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება სადავო პროდუქტის ღირებულებით, სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში.
ვებგვერდის გამოყენების შეზღუდვები
ვებგვერდზე დარეგისტრირებულ გამყიდველებსა და მყიდველებს ეკრძალებათ ვებგვერდის გამოყენება უკანონო მიზნებისთვის, მათ შორის: შპს ქიდს ფლეისის სისტემაში არაავტორიზებული წვდომა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადო გამოყენება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს შპს „ქიდს ფლეისის“ კანონით დაცულ ინტერესებს.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს წინამდებარე შეზღუდვებს, შეიძლება დაექვემდებაროს ანგარიშის შეზღუდვას, შეჩერებას ან შეწყვეტას.
შეწყვეტა
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის kiddo-market.ge-ის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.