გადადით მთავარ შინაარსზე

დაბრუნების პოლიტიკა

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ვებგვერდ: Kiddo-Market.ge-ზე შეძენილი პროდუქტი შემდეგი პირობებით:

დაბრუნების პროცესი:

დაბრუნების დასაწყებად მომხმარებელმა უნდა შეავსოს დაბრუნების განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან დაუკავშირდეს კომპანიის ქოლ-ცენტრს. 30 ლარის ან აღნიშნულ თანხაზე ნაკლები ღირებულების პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. ასევე არ ექვემდებარება დაბრუნებას შემდეგი პროდუქტები: მალფუჭებადი და ხანმოკლე ვარგისიანობის პროდუქტები, ჰერმეტულად დალუქული პროდუქტები, თუ კი მათი ლუქი დაზიანებულია. აღნიშნული ხორციელდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენური მიზეზების გამო. ხმარების კვალის მქონე პროდუქტები, პროდუქტები, რომლებიც არ დაბრუნდდა შეძენის დროს მიწოდებული თანმხლები ნაწილების და დოკუმენტების გარეშე და ასევე ჰიგიენური საშუალებები.

დაბრუნების ვადა:

თუ მომხმარებელი იწყებს დაბრუნებას და შეავსებს Kiddo-Market.ge-ს დაბრუნების ფორმას, ეს უნდა მოხდეს შეძენილი პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, შეძენილი ნივთი უნდა დაბრუნდეს 7 დღის განმავლობაში. კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს პროდუქტი ამ ვადების გასვლის შემდეგ.

დაბრუნების მიწოდება:

მომხმარებელი პასუხისმგებელია დაბრუნების მიწოდებისას დაკავშირებულ ხარჯებზე, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ის არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს; ბ) დაზიანდა მომხმარებელთან ტრანსპორტირებისას; გ) აღენიშნება ქარხნული დაზიანება. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე და დაუბრუნოს კლიენტს გადახდილი თანხა, თუ პროდუქტმა განიცადა რაიმე ცვლილება შეძენის შემდეგ.

საჭირო დოკუმენტაცია:

მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია პროდუქტთან ერთად, მათ შორის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადები, გადახდის ქვითრები, საგარანტიო წერილები, ტექნიკური პასპორტები და ორიგინალური შეფუთვა (ყუთი).

საგარანტიო პრეტენზიები:

თუ შეძენილ პროდუქტს მოყვება გამყიდველის მიერ მოწოდებული გარანტია, მომხმარებელი 14-დღიანი ვადი ამოწურვის შემდგომ, პრეტენზიის შემთხვევაში, მოქმედებს საგარანტიო დოკუმენტის პირობების შესაბამისად.

ანაზღაურება:

Kiddo-Market.ge ატყობინებს მომხმარებელს გადაწყვეტილებას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, დაბრუნებული პროდუქტის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. თუ პროდუქტს გაჩნია მწარმოებლის დეფექტი, მომხმარებელს ეცნობება 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდება თუ არა პროდუქტი. თუ კომპანია გადაწყვეტს მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას, მომხმარებელი მიიღებს თანხას მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ კი კომპანიის გადაწყვეტილებით არ ბრუნდება პროდუქტი, მომხმარებელს დაუბრუნდება შეძენილი ნივთი.

Kiddo-Market.ge-ზე პროდუქციის შეძენით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს და წესებს. კომპანიას გააჩნია უფლება, ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პოლიტიკა წინასწარი შეტყობინების გარეშე.

დაბრუნების ფორმა

ინფორმაცია შეკვეთის შესახებ:

შეკვეთის ნომერი/საიდენტიფიკაციო N:


შეკვეთის თარიღი:


ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:

პროდუქტის დასახელება:


დაბრუნების მიზეზი:


მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია:

სახელი:


ელ-ფოსტა:


ტელეფონის ნომერი:


ინსტრუქცია დაბრუნების შესახებ:

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თან დაურთოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და დააბრუნეთ ნივთი თავდაპირველ შეფუთვაში. თუ შესაძლებელია, გთხოვთ, დაურთოთ შეკვეთის ორიგინალური ინვოისის ასლი.

ინფორმაცია დაბრუნების შესახებ:

დასაბრუნებელი თანხის ოდენობა:


დაბრუნების მეთოდი:


წინამდებარე ფორმის ხელმოწერით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით დაბრუნების პოლიტიკის შესახებ და ეთანხმებით მითითებულ პირობებს

მომხმარებლის ხელმოწერა:


დღე: