გადადით მთავარ შინაარსზე

შეძენილი პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდება

Მიტანის სერვისი

მომხმარებელი თანახმაა, რომ ვებგვერდზე Kiddo-Market.ge-ზე შეძენილ პროდუქტის მომხმარებელთან მიწოდების სერვისს განახორციელებს მესამე მხარე, კერძოდ კი შპს „იზი გრუპ“-ი (საიდენტიფიკაციო N 406267276, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, მოსკოვის გამზ. II კვ., კორპ. N3, ბ.N28) (შემდგომში: „მიტანის სერვისი“). პლატფორმაზე გაყიდული პროდუქციის მიწოდება.

მიწოდების საკომისიო

მყიდველებს არ ეკისრებათ მიწოდების საფასურის გადახდა, რადგანაც აღნიშნული მიწოდების საფასურს, მიმწოდებელს უფარავს Kiddo-Market.ge.

მიწოდების ვადები

Kiddo-Market.ge უზრუნველყოფს თითოეული პროდუქტის მიწოდებას სათანადო ვადებში, მაგრამ არ იძლევა გარანტიას მიწოდების ზუსტ დროზე, რადგან ისინი დამოკიდებულია მიტანის სერვისის გრაფიკსა და პოლიტიკაზე.

მიწოდების პროცესისთვის თვალ-ყურის დევნა

Kiddo-Market.ge უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის, მიტანის სერვისის მიერ პროდუქტის მიწოდების პროცესისთვის თვალ-ყურის დევნის საშუალებას.

მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები

მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდებისას ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, Kiddo-Market.ge მიტანის სერვისთან ერთად ეცდება დაამუშაოს და დაარეგულიროს ნებისმიერი საკითხი, რომელიც, ეხება მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდების პრობლემას, რათა მომხმარებელმა მიიღოს შეკვეთილი პროდუქტი დროულად.

მიწოდების შეზღუდვები

შესაძლებელია არსებობდეს პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდების შეზღუდვები ადგილმდებარეობის ან პროდუქტის ტიპის მიხედვით, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს. .

მიწოდების ვალდებულება

მიტანის სერვისი პასუხისმგებელია მიტანის დროს პროდუქციის ნებისმიერ დაზიანებაზე ან დაკარგვაზე და Kiddo-Market.ge არ იქნება პასუხისმგებელი ასეთშემთხვებზე .

მომხმარებლისათვის პროდუქტის მიწოდების შესახებ ცვლილებები

Kiddo-Market.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს მიტანის სერვისი ან შეცვალოს წინამდებარე რომელიც გამოიყენება ან შეცვალოს წინამდებარე მიწოდების პირობები ნებისმიერ დროს. ნებისმიერი ცვლილება მომხმარებლებს დროულად ეცნობებათ.

მიწოდების შესახებ დავები

მომხმარებელსა და მიტანის სერვისს შორის მიწოდების შესახებ ნებისმიერ დავა ეხება უშუალოდ მიტანის სერვისს და აღნიშნული დავა მომხმარებელსა და მიტანის სერვისს შორის არ ეხება Kiddo-Market.ge-ის და იგი არ უნდა იქნას ჩართული ასეთ დავაში.

მიწოდების მისამართი

მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, ვებგვერდზე პროდუქტის შეძენისას, მიტანის სერვისს მიაწოდოს ზუსტი მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება. მიტანის სერვისი არ იქნება პასუხისმგებელი პროქდუტის მიწოდებაზე, თუკი მომხმარებელმა მას არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია მიაწოდა მიწოდების მისამართის შესახებ.

მიტანის მცდელობა

მიტანის სერვისი ახორციელებს შეძენილი პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდებას მის მერ მითითებულ მისამართზე. თუ მიწოდება ვერ განხორციელდა მიტანის სერვისის განმხორციელბლისგან დამოუკიდებელი მიზეზების/ფაქტორების გამო (როგორიცაა არასწორი მისამართი, მომხმარებლის ხელმიუწვდომლობა ან სტიქიური უბედურება), მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს პროდუქტის აღება მითითებული ადგილიდან ან შეიძლება დაეკისროს ხელახლა მიწოდების დამატებითი.

მიწოდების დაგვიანება

გაუთვალისწინებელი გარემოებებით გამოწვეული მიწოდების დაგვიანების შემთხვევაში (როგორიცაა ექსტრემალური ამინდის პირობები ან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები), Kiddo-Market.ge და მიტანის სერვისი განახორციელებენ ყველანაირ ძალისხმევას პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდებისთვის. ასეთ შემთხვევაში, Kiddo-Market.ge და მიტანის სერვისი არ იქნებიან პასუხისმგებელი ამგვარი დაგვიანებით გამოწვეულ ზიანზე ან ზარალზე.