გადადით მთავარ შინაარსზე

Contact Us

Kiddo-სთვის ხშირად დასმული შეკითხვები

Kiddo Marketplaceარის ონლაინ პლატფორმა, რომელიც შექმნილია საქართველოს ფარგლებში ფართო ასორტიმენტის საბავშვო პროდუქციის ყიდვისა და გაყიდვის მიზნით. აქ იპოვით სათამაშოებს, წიგნებს, ტანისამოსს, ავეჯს, საგანმანათლებლო მასალებს მრავალ სხვა პროდუქტს, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის.

დიახ, უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.  ჩვენ დავნერგეთ უსაფრთხოების მკაცრი ზომები, მათ შორის გამყიდველთა იდენტობის ვერიფიცირება, გადახდის უსაფრთხო მეთოდები და არაჯეროვანი საქმიანობის შესახებ ინფორმირებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საიმედო სისტემა.  თუმცა ჩვენ მყიდველებს ვთავაზობთ, პროდუქტის ყიდვამდე, გადახედონ გამყიდველთა პროფილებს, რეიტინგებსა და გამოხმაურებებს.

ძალიან ადვილად! ჩვენს ვებგვერდზე დააჭირეთ ღილაკს 'Sign Up' და შეავსეთ საჭირო ინფორმაცია. თქვენ უნდა მიუთითოთ მოქმედი ელ.ფოსტის მისამართი, შექმნათ მომხმარებლის სახელი (username) და დააყენოთ პაროლი.

როგორც კი თქვენ გექნებათ აკაუნტი, შეგიძლიათ ჩამოწეროთ გასაყიდი ნივთები.  დააჭირეთ ღილაკს „გაყიდე შენი ნივთი“ (Sell Your Item), მიუთითეთ პროდუქტის დეტალებზე (პროდუქტის კატეგორია, ასაკობრივი ჯგუფი, მდგომარეობა, ფასი, და სხვ.), და ატვირთეთ მკაფიო სურათები.  საუკეთესო შედეგის მისაღებად ზუსტად აღწერეთ თქვენი პროდუქტი!

რა თქმა უნდა! ჩვენ ხელს ვუწყობთ ყიდვა-გაყიდვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტრანსპორტირების ხარჯი და დრო მყიდველისა და გამყიდველის ლოკაციებზე არის დამოკიდებული.

თუ შესყიდვის დროს რაიმე სირთულე შეგექმნებათ, უპირველეს ყოვლისა შეეცადეთ პრობლემა მოაგვაროთ უშუალოდ გამყიდველთან.  თუ პრობლემის გადაწყვეტას ვერ მოახერხებთ, გთხოვთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდს.  ჩვე აქ იმისთვის ვართ, რომ თქვენი ყიდვა-გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად კონფორტული და სასიამოვნო იყოს. 

Kids Goods Marketplace-ზე პროდუქტის დაბრუნების მკაფიო პოლიტიკა გვაქვს, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს, ყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე, წაიკითხონ და გაეცნონ მას.  ეს პოლიტიკა ერთგვაროვნად მიესადაგება ჩვენს პლატფორმაზე წარმოებულ ყველა ტრანზაქციას.  დავის წამოჭრის შემთხვევაში ან თუ თქვენ რაიმე შეკითხვა გექნებათ დაბრუნების და საფასურის ანაზღაურების საკითხებზე, ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების გუნდი მუდამ მზად არის დახმარება გაგიწიოთ და გაგიმარტივოთ საკითხის მოგვარება. 

დიხ, აბსოლუტურად. Kiddo Marketplace-ზე ჩვენ მხოლოდ ახალ ნივთებს ვყიდით, რათა ჩვენს მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მივაწოდოთ.  ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული ყოველი პროდუქტი არის ახალი და მანამდე მოხმარებაში არ ყოფილა.  გამყიდველი ვალდებულია დაადასტუროს ეს ნივთის აღწერით. 

დიახ, ჩვენ მივესალმებით მომხმარებელთა კომენტარებს.  თქვენი უკუკავშირი გვეხმარება პლატფორმის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში ყველა მომხმარებლისთვის და ხელს უწყობს ნდობისა და გამჭვირვალობის განვითარებას. 

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან, ღილაკით ‘დაგვიკავშირდით’ (Contact Us). ჩვენ ასევე გვყავს მომხმარებელთა მომსახურების სპეციალური გუნდი, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი ელ.ფოსტით ან ტელეფონით.  ჩვენი მიზანია პასუხი გავცეთ თქვენს ყველა შეკითხვას 24 საათის განამვლობაში.